26
ნოემბერს 15:45 საათზე ქ. ხობში კოსტავას ქუჩაზე წყლის მილების
სარეაბილიტაციო სამუშაოებისას მოხდა გაზის
მილის დაზიანება, რის შედეგადაც ქ. ხობში 1000-მდე აბონენტს შეუწყდა ბუნებრივი აირის
მიწოდება, როგორც შ.პ.ს ,,სოკარ ჯორჯია გაზი-სამეგრელო’’ ხობის სერვისცენტრის მენეჯერმა გელა ბუკიამ განაცხადა გაზის აღდგენითი სამუშაოები
27 ნოებრიდან (ხვალ დილიდან) განახლდება და
მოსახლეობას გაზი შუადღიდან ეტაპობრივად მიეწოდება. ბუნებრივი აირის ხარისხის მიწოდება პარალელურად თითოეულ აბონენტთან გადამოწმდება.