წარმატებული ასპარეზობა თერჯოლაში


20-22 ნოემბერს ქ. თერჯოლის სპორტის სასახლეში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელების ლევან ქავთარაძისა და შაქრო ბერძენიშვილის სახელობის მესამე რესპუბლიკური ტურნირი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 2001-2002 და 2003-2004 წწ დაბადებულთა შორის, რომელშიც წარმატებით იასპარეზეს განათლების ცენტრის სასპორტო სკოლის ბერძნულ-რომაული ჭიდაობის ჯგუფის მოსწავლეებმა. 38 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილის მფლობელი გახდა გოგა გაბისონია, ხოლო 39 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილზე გავიდა დავით გვასალია. მწვრთნელ-მასწავლებლები ბაკურ ბუკია და სურაჯ გვასალია. ორგანიზატორებმა გამარჯვებულები დააჯილდოვეს მედლებითა და სიგელებით