საკრებულოს სხდომა


25 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები და სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, კერძოდ: განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნების შედეგად ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მელორი გელანტიას უფლებამოსილების ცნობის შესახებ“, რომლის თანახმადაც საკრებულოს წევრად გურიფულის მაჟორიტარულ ოლქში არჩეულ იქნა კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი კანდიდატი მელორი გელანტია. სხდომაზე მორიგ საკითხად განხილულ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი, რომლის მიხედვითაც 2016 წლის შემოთავაზებული ვარიანტით ადგილობრივი ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი განსაზღვრულია 6601,6 ათასი ლარით, მათ შორის საგრანტო შემოსავლების ხარჯზე მოდის 2347,7 ათასი ლარი, გადასახადები 3450,0 ათასი ლარი, სხვა შემოსავლები 424,6 ათასი ლარი, ხოლო არაფინანსური აქტივების კლება - 379,3 ათასი ლარი. წინა წელთან შედარებით საშემოსავლო ნაწილი გაზრდილია 177,4 ათასი ლარით, გადასახადები შემცირებულია 550,0 ათასი ლარით, საგრანტო შემოსავლები გაზრდილია 575,9 ათასი ლარით.ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტით ხარჯები განისაზღვრა 6410,6 ათასი ლარით. აქედან: შრომის ანაზღაურება 1789,4 ათასი ლარი, საქონელი და მომსახურება 1017,6 ათასი ლარი, სუბსიდიები 3084,1 ათასი ლარი, სოციალური უზრუნველყოფა 423,2 ათასი ლარი. ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის საოპერაციო
სალდო განისაზღვრა 188,3 ათასი ლარით, არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვრა -337,9 ათასი ლარით. აქედან: ზრდა 41,4 ათასი ლარი, კლება -379,3 ათასი ლარი. ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვრა 149,6 ათასი ლარით. ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის გადასახდელები განისაზღვრა 6601,6 ათასი ლარით, აქედან: ხარჯები - 6410,6 ათასი ლარით, არაფინანსური აქტივების ზრდა - 41,4 ათასი ლარით, ვალდებულებების კლება - 149,6 ათასი ლარით. პროექტი მცირე კორექტირების შეტანის შემდეგ დაუბრუნდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობას. სხდომაზე შემდეგ საკითად განხილულ იქნა განკარგულების პროექტები „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ამორტიზებული ქონების ჩამოწერაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზებო ნუსხის დამტკიცების შესახებ“, რომლის მიხედვითაც გამგეობის მიერ მომზადდა ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული იმ ქონების ჩამონათვალი, რომელიც აუდიტორული დასკვნების საფუძველზე ამორტიზირებულია და ექსპლოატაციისთვის უვარგისი. ესენია: ავტომანქანები - რენო-მეგანი და ფორდ-მონდეო, ასევე ქ. ხობში, სპორტის ქ. N 3-ში მდებარე სპორტ დარბაზის შენობა, შესაბამისად დამტიცდა აღნიშნული ქონების საპრივატიზებო ნუსხა. მორიგ საკითად განიხილეს განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლის თანახმადაც ა(ა)იპ „ლაზიერზე “ იჯარის წესით გაიცემა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონება, მდებარე ქ. ხობი ცოტნე დადიანის ქ. N185-ში, მე-3 სართულზე 21 კვ.მ ფართი, ჭადრაკის მოყვარულთა კლუბის გახსნის მიზნით. 
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

მელორი გელანტია