23 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტში დასრულდა 2008 წელს აგვისტოს ომში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მერვე გათამაშება ბილიარდში. შეჯიბრში 32 მობილიარდე მონაწილეობდა. ტურნირს აჭარის და იმერეთის ბილიარდის ფედერაციიდან თემურ კახიძე, დავით ფიფია, სოსო ფიფია ლადო, ასათიანი და სხვა ფედერაციის უფროსები და სპორტის ოსტატები ესწრებოდნენ.
ტურნირში მონაწილეობდა საქართველოს ბილიარდის ეროვნული ფედერაციის პრეზდენტის დავით ალექსიძეს მიერ „ვუნდერკინდს“ დიპლომით დაჯილდოებული 11 წლის სანდრო ჩიტაია.
დაძაბული ორთაბრძოლის შემდგომ გამოვლინდნენ ჩემპიონები და პრიზიორები. დიდებში მესამე ადგილი დაიკავა ოთარ სახურიამ, მეორე ადგილის მფლობელი გახდა სანდრო ჩიტაია, ტურნირის ღირსეული ჩემპიონი კი გახდა ლუკა ლოლუა, რომელსაც გადაეცა მიხეილ იოსავას სახელობის თასი, სიგელი, მიშიკო იოსავას ოჯახის მიერ დაწესებული პრიზი, ხოლო აჭარის ბილიარდის ფედერაციის პრეზიდენტისგან - სათამაშო ჯოხი (კიი). პატარებში პირველი ადგილის მფლობელი გახდა მირცხულავა დავითი, მეორეზე გავიდა ბაროიანი ლუკა და მესამე ადგილზე - ბერაია გიორგი (მწვრთნელ მასწავლებელი - ლერი ბასილაია).
ტურნირის დასასრულს, სიურპრიზად, აჭარის ბილიარდის ფედერაციის ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ საერთაშორისო ბილიარდის ტურნირზე, რომელიც აჭარაში გაიმართება და საქართველოდან 9 მოთამაშე მიიღებს მონაწილეობას, ერთი ადგილი ხობელ მოთამაშეს დაუთმო, რამაც დარბაზში დიდი სიხარული გამოიწვია.
ბილიარდის ტურნირი გამგეობის, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით ჩატარდა.