მთავარანგელოზობა ხეთაში


21 ნოემბერს ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მთავარანგელოზ მიქაელისა და გაბრიელის სახელობის ტაძარში მთავარანგელოზობა აღნიშნეს. 

სადღესასწაულო ლიტურღია ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მაღალყოვლადუსამღვდელოესმა გრიგოლმა ტაძრის მოძღვართან ცოტნესთან და ეპარქიის სამღვდელოებასთან ერთად აღასრულა. წირვის დასასრულს მღვდელმთავარმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მთავარანგელოზობა მიულოცაა. 
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს ულოცავს მთავარანგელოზობის დღესასწაულს.