პალიასტომის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი ფაზისქალაქში


14 ნოემბერს უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომის საკათედრო ტაძარი. ამ დღეს ისტორიულმა ფაზისქალაქმა კვლავ იხილა და ჩაიხუტა უდიდესი სიწმიდე - პალიასტომის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატი. ეს იყო ჭეშმარიტად ისტორიული დღე: თერთმეტი საუკუნის მონატრების შემდეგ შედგა შეხვედრა, რამაც უდიდესი ღვთაებრივი ენერგია მოიტანა ქალაქში და მადლით აღავსო მრავალი გული. დღის ბოლოს სიწმიდე ქუთაისის მუზეუმს დაუბრუნდა. 
ფოთისა და ხობის ეპარქიის სასულიერო დასი და მისი მრავალრიცხოვანი სამწყსო მადლობას უხდის კულტურის სამინისტროს, ქუთაისის მუზეუმის თანამშრომლებს, ფოთის ადგილობრივ ხელისუფლებას ამ წმიდა საქმის ორგანიზებაში გაწეული თანადგომისთვის; ... და ბოლოს ვმადლობთ თვით ქუთაისს და მის მცხოვრებთ რომელთაც მაღალი სულიერობა გამოამჟღავნეს და ჭეშმარიტად ქრისტიანული სიხარული გულწრფელად გაუნაწილეს მრავალ ადამიანს!

ფოთისა და ხობის ეპარქია