17 ნოემბერს ქ.ხობის ცენტრალურ სტადიონზე საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის პირველი წრის მორიგი კალენდარული მატჩი გაიმართა, სადაც ხობის „კოლხეთმა“ ჭიათურის „ჭიათურას“ უმასპინძლა. თამაშის დაწყებამდე ფეხბურთელებმა და მაყურებელმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ხელვაჩაურის „მაჭახელას“ ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპული თენგიზ ფერცელიძის ხსოვნას. მატჩი ხობელი ფეხბურთელების აშკარა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით ანგარიშთ 6-2 დასრულდა. სტუმართა კარში 4 გოლი ცოტნე ბუკიამ გაიტანა, ხოლო თამაშში დუბლი მანუჩარ ლომაიამ შეასრულა.