2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა



24 ნოემბერს საკრებულოს სხდომათა დარბაზში, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ორგანიზებით 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის საჯარო განხილვა გაიმართა.

ბიუჯეტის პროექტი საზოგადოებას საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ წარუდგინა, რომელმაც განმარტა, რომ 2016 წელს ხობის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი განისაზღვრა 6601,6 ათასი ლარით. საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუჯეტით გათვალისწინებულ პრიორიტეტებზე, სოციალურ-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო პროექტებზე ისაუბრა, რომელიც გათვალისწინებულია ადგილობრივი ბიუჯეტით.
განხილვაში ჩართული იყო მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირებიც, კერძოდ, საკრებულოს საფინანსო-სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო და შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებმაც ბიუჯეტით გათვალისწინებულ მათ სფეროს მიკუთვნებულ პროექტებზე ისაუბრეს.
დასასრულს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული საზოგადოების ინტერესები.