ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის განხილვა დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, გამგეობის მიერ, 2015 წლის 13 ნოემბერს განსახილველად წარედგინა 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტისა და ხობის მუნიციპალიტეტის 2016 წლის და 2017-2019 წლების ადგილობრივი ბიუჯეტის პრიორიტეტების დოკუმენტი, რის შემდგომაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიებში და ფრაქციებში დაიწყო ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა.
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ წარმოდგენილი 2016 წლის ბიუჯეტის პროექტი, თანდართულ განმარტებით ბარათთან ერთად, გამოსაქვეყნებლად და მუნიციპალიტეტის საზოგადოებისთვის წინასწარ გასაცნობად გადაეცა გაზეთ „ხობის მოამბეს“ და ასევე განთავსდა საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე (იხილეთ „ბიუჯეტის“ განყოფილება). საკრებულოს ვებგვერდზე www.khobi-sakrebulo.ge ასევე პერიოდულად გამოქვეყნდება ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებული მასალები (საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და საზოგადოებიდან შემოსული წინადადებები).
საკრებულოს კომისიებსა და ფრაქციებში ბიუჯეტის პროექტის წინასწარი განხილვა 25 ნოემბრამდე გაგრძელდება და შემუშავდება შესაბამისი წინადადებები.
ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო მუნიციპალიტეტის საზოგადოებას მოუწოდებს აქტიურად ჩაერთოს 2016 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის პროცესში. მოსახლეობის მხრიდან გამოთქმული წინადადებები და შენიშვნები გათვალისწინებული იქნება საკრებულოს მიერ ბიუჯეტის განხილვისას.
წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით შენიშვნები და წინადადებები დაინტერესებულ პირს 2015 წლის 25 ნოემბრამდე შუძლია წერილობით წარმოადგინოს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში (მისამართი: ქ. ხობი. ცოტნე დადიანის ქ. N189. ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის მე-2 სართული. ოთახი N214). ასევე, ელექტრონული ფოსტით: khobi@khobi-sakrebulo.ge