ხობის ცენტრში, გურუფულის უბანში კენჭისყრის პროცედურა განსაზღვრულ დროს, დილის 08:00 საათზე, დარღვევების გარეშე დაიწყო. ამის შესახებ უბნის თავმჯდომარე მალხაზ სიორდიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ დროის მონაცემებით, არჩევნებში უკვე მიიღო მონაწილეობა 64-მა ადამიანმა. სულ ხობში საკრებულოს არჩევნებში ორი კანდიდატია რეგისტრირებული. ერთი „ქართული ოცნებიდან“ მელორ გელანტია, მეორე კი დავით თარხან-მოურავის პოლიტიკური პარტია "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი ტარიელ ზარანდიაა. ხობში საკრებულოს არჩევნები იმართება იმის გამო, რომ ადგილობრივი საკრებულოს წევრი ლაშა გვასალია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიაში ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.