30 ოქტომბერს, ქალაქ ხობის N1 საბავშვო ბაგა–ბაღის ,,სასკოლო მზაობის ცენტრს“ პოლონეთის საელჩოს წარმომადგენელი და ასოციაცია ,,კივიტა გეორგიკას“ სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის კოორდინატორი ეწვია. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა როზეტა შულაიამ, ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების“ დირექტორმა ელისო კვიკვინიამ მოსულ სტუმრებთან ერთად დაათვალიერეს ,,სასკოლო მზაობის ცენტრი“.
ქ. ხობის „სასკოლო მზაობის ცენტრი" პოლონეთის საელჩოს დაფინანსებით და არასამთავრობო ორგანიზაცია "კივიტას გეორგიკა"–ს ხელშეწყობით ფუნქციონირებს. პროექტის მიზანია სასკოლო მზაობის ამაღლება 5 წლის ასაკის ბავშვებში. სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის აღნიშნულ ცენტრში ყოველგვარი პირობებია შექმნილი, რათა აღსაზრდელები სასკოლო ცხოვრებას მომზადებული შეხვდნენ.