პრემია „თუმანიშვილის ვაშლი“ ხობელ ირაკლი ცხადაიას

29 ოქტომბერს,  ქ. თბილისში  კულტურის სამინისტროში  ქართული პიესა 2015“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების  ცერემონია გაიმართა.  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე თუმანიშვილის ფონდის მიერ დაფუძნებული პრემიის - „ახალი ქართული პიესა 2015“-ის გამარჯვებულთა დაჯილდოების  ცერემონიას დაესწრო. 
   ღონისძიებაზე 4 გამარჯვებული ავტორი გამოვლინდა,  მათ შორის ხობელი  ირაკლი ცხადაია  (დავით ფირცხალავა, თამარ ბართაია, და ალექს ჩიღვინაძე), რომელთაც ფულადი პრემია და ფონდის პრიზი  - „თუმანიშვილის ვაშლი“ გადაეცათ.  წელს კონკურსში სულ თორმეტმა პიესამ მიიღო მონაწილეობა.
             ვულოცავთ ხობელ ახალგაზრდას გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.