26 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია - გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების ასოციაცია „მწვანე მომავალის“ (Green Future) წარმომადგენლებმა მრგვალი მაგიდის ფორმატში, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
შეხვედრა ჩატარდა „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და სამთავრობო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდა, ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესების სფეროში, მდგრად ენერგო-ალტერნატივებზე ფოკუსირების“ ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გარემოსდაცვითი მმართველობის და განახლებადი ენერგიების გამოყენების კუთხით არსებული ხარვეზების და ბარიერების გამოვლენას რეგიონის დონეზე, სამომავლო პერსპექტივების დასახვას.
პროექტი დაფინანსებულია EU NGO პროექტის - „გარემოსდაცვითი
მმართველობის გაუმჯობესება არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდის გზით“ ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც საქართველოში ახორციელებს გაეროს განვითარების პროგრამას, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის მოდელობითა და ევროკავშირის ფინანსური დახმარებით.
მრგვალი მაგიდის ფორმატში ჩატარებულ შეხვედრას უძღვებოდა მოწვეული ექსპერტი განახლებადი ენერგიების საკითხებში ბატონი გიორგი მუხიგულიშვილი (საერთაშორისო გამოცდილება საქართველოსთვის-WEG წარმომადგენელი).