20 ოქტომბერს საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში სანდრა ელისაბეთ რულოვსის მიერ დაწესებული "დები ზარანდიების სახელობის" სასტიპენდიო პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა. საქველმოქმედო-ჰუმანიტარული ფონდი „SOCO“ მისი დამფუძნებლისა და დირექტორის ქ-ნი სანდრა ელისაბედ რულოვსის ინიციატივითა და მხარდაჭერით ამ პროექტის ფარგლებში საქართველოს უმაღლეს სასწავლებების 20-ზე მეტ სტუდენტს გაეწევა დახმარება ყოველთვიური 150 ლარიანი სტიპენდიით. მათ შორის არიან სტუდენტები, რომელთა ოჯახებიც დაზარალდა 13 ივნისის სტიქიის დროს და ასევე ,,დები ზარადნიების“ ოჯახის მიერ შერჩეული სტუდენტები სამეგრელოდან (ხობის რაიონი). ამ ინიციატივით ფონდი ცდილობს მხარი დაუჭიროს და თანადგომა გამოხატოს ამ სტუდენტების მიმართ. პრეზენტაციას ესწრებოდნენ მომავალი სტიპენდიანტები და დები ზარანდიების ოჯახის წევრები ხობის რაიონიდან.















