საკრებულოს სხდომის ანგარიში



28 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები, სადაც განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: სხდომაზე ცნობის სახით იქნა მიღებული განკარგულების პროექტი „ფრაქცია „ხობის“ რეგისტრაციის შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 ოქტომბრის N85 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ფრაქციის გადაწყვეტილებით ფრაქცია „ხობის“ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ვასილ კუკავა. განიხილეს განკარგულების პროექტი: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, რომლის მიხედვითაც საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, საკრებულოს სექტემბრის სხდომაზე ძალადაკარგულად იქნა გამოცხადებული „ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 23 იანვრის N1 განკარგულება, რომლითაც მტკიცდებოდა, როგორც ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა შესყიდვების გეგმა, ასევე საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების შესყიდვების გეგმებიც. გამგეობის მიერ წარმოდგენილი განკარგულების პროექტით ცვლილებები შევიდა
საკრებულოს მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების წესდებებში, რომლის თანახმადაც იურიდიული პირების ხელმძღვანელებს მიენიჭათ უფლებამოსილება, გამგებელთან შეთანხმებით დაამტკიცონ შესყიდვების გეგმის დამტკიცების წესი და შესყიდვების გეგმა.
მორიგ საკითხად განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის სარგებლობის უფლებით გადაცემაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისთვის თანხმობის მიცემის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ხობის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მსუბუქი ავტომანქანა ტოიოტა „ქემრი“ დროებით უსასყიდლო სარგებლობით, თხოვების ფორმით 2 წლის ვადით გადაეცა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურს. ხოლო განკარგულების პროექტით „ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სახელმწიფოსათვის უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ“ სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე უძრავი ქონება (ს/კ 45.14.24.292 ) უსასყიდლოდ გადაეცა სახელმწიფოს, შემდგომში ქვემო ქვალონის N1 საჯარო სკოლისთვის გადაცემის მიზნით. ამ და დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს მორიგი სხდომა დახურულად გამოცხადდა.