ქ. ხობში რეგიონალური განვითარების ფონდიდან N2 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, რომელიც დღეს სახელმწიფო რწმუნებულმა - გუბერნატორმა ლევან შონიამ, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.
პროექტი, რომელის ღირებულებაც 311645 ლარია, ტენდერში გამარჯვებულმა შპს „ქართული სამშენებლო ჯგუფმა“ განახორციელა. ბაღის შენობა ამორტიზების გამო მოითხოვდა სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში შეიცვალა კარ-ფანჯრები, მოეწყო ახალი ელექტრო და საკანალიზაციო ქსელი, შიდა გათბობა, გარემონტდა ყველა ოთახი და სრულად გადაიხურა შენობა.
N2 საბავშვო ბაღში 6 ჯგუფია. საბავშვო ბაღი გათვლილია 200 აღსაზრდელზე. აღსაზრდელთა რაოდენობა ამ ეტაპზე 163 შეადგენს.