ქ. ხობის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი 21 სექტემბერს დაიწყო. სარემონტო სამუშაოების გამო, რომელიც საჯარო სკოლაში მიმდინარეობდა, სწავლა ერთი კვირის დაგვიანებით განახლდა. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ სრული რეაბილიტაცია ჩატარდა, გადაიხურა სკოლის შენობა, გაკეთდა სარინელი, მოეწყო სპორტული და სააქტო დარბაზები. სამუშაოებს, რომლის ღირებულება 263 ათას ლარს შეადგენს შპს „ლიკანი 2000“ ასრულებდა.
დღეს, სწავლის დაწყება სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებს და მშობლებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარმა წევრმა ქალაქ ხობის მაჟორიტარული ოლქიდან, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ლევან ქავთარაძემ მიულოცეს, წარმატებები უსურვეს მათ და განხორციელებული სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს.
N1 საჯარო სკოლაში წელს 311 მოსწავლე ისწავლის ამათგან 22 პირველკლასელია. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა კიდევ ერთხელ ულოცავს ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას.