სასკოლო მზაობის ცენტრი ხობში

ადგილობრივი  თვითმმართველობასა და  საერთაშორისო ასოციაცია   ,,კივიტას გეორგიკას" შორის გაფორმებული  თანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, ქალაქ ხობის 1 საბავშვო ბაგა-ბაღში  სასკოლო მზაობის ცენტრი იხსნება. (ერთი ჯგუფი- 20 აღსაზრდელზე).  სასკოლო მზაობის ჯგუფი განკუთვნილია  2009 წელს დაბადებული  ბავშვებისათვის, რომლებსაც 6 წელი უსრულდებათ 2015 წლის 1 დეკემბრამდე
  დღეს, 21 სექტემბერს  ,,კივიტას გეორგიკასასკოლო მზაობის ცენტრმა,   საჭირო ავეჯი, სასწავლო მასალები, კოსმეტიკური რემონტისათვის საჭირო სარემონტო მასალები გადასცა, რასაც ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

    სასკოლო მზაობის ცენტრის აღმზრდელ მასწავლებლად  მარინა იზორია დაინიშნა, რომელიც გადის სასწავლო ტრენინგებს.  სასწავლო პროცესის დაწყება სასკოლო მზაობის ცენტრში დაგეგმილია 1 ოქტომბერს.