Skip to main content
ფესტივალს "სიმღერა სამეგრელოზე" ხობი მეშვიდედ უმასპინძლებს
2 - 3 ოქტომბერს
ხობის მუნიციპალიტეტი საერთაშორისო
ფესტივალს "სიმღერა სამეგრელოზე" წელს მეშვიდედ უმასპინძლებს.
ხობის
საერთშორისო ფესტივალი ამჯერად
ლეგენდარულ ანსამბლ „რუსთავს“
და თამარ
გვერდწითელს უმასპინძლებს. საქართველოს
ხობიდან უმღერებენ რეგიონების
ფოლკლორული ანსამბლები და ესტრადის მომღერლები.
მოეწყობა სპეციალურად ფესტივალისთვის
შექმნილი წიგნებისა და კომპაქტ დისკების
პრეზენტაცია. ესენია:
1. ანსამბლ
„რუსთავის“ ანთოლოგია. ასევე,
ანსამბლის მიერ ნამღერი
380 ქართული სიმღერა 16 დისკად
აკინძული.
2. თამარ
გვერდწითელის აუდიო ალბომი,
რომელშიც შესულია 12 ქართული,
5 საავტორო და უცხო ენაზე ნამღერი
სიმღერები. ასევე, პატრიარქის
გალობა „ალილუია“.
3. ხობელი
ნინო გოთოშიას და ანსამბლ „რუსთავის“
ალბომი, რომელიც აერთიანებს
11 მეგრულ სიმღერას.
4. კატალოგი-ალბომი „ხობის
ფესტივალის საგანძური“, რომელშიც
თავმოყრილია ყველა ის გამოცემა და თემატიკა, რაც ფესტივალის ეგიდით
განხორციელებულა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის
რეგიონის 9 მუნიციპალიტეტის მოსახლეობის
მიერ ხობის თეატრის
მიმდებარე ხეივანში მოეწყობა
ეთნო-კუთხე, სადაც
მოწვეულ სტუმრებს შეეძლებათ
გაეცნონ რეწვის ნიმუშებს,
მხატრულ ტილოებს, ხელოვნების
ოსტატებს და ტრადიციულ
კუთხურ სამზარეულოს.
ფესტივალის პროგრამა:
2 ოქტომბერი
19:30 საათი - ქალაქის ცენტრი
- ფესტივალის გახსნა. მუნიციპალიტეტების
მიერ მომზადებული ფოლკლორული
და ქორეოგრაფიული
ნომრები. ფესტივალის გახსნაში
მონაწილეობენ ქართული ესტრადის
მომღერლები: ელენე ფოჩხუა,
სოფო გელოვანი, ნინო ბაშარული, ნოდიკო
ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი
და ლევან
მასპინძელაშვილის ბენდი.
რეჟისორი - გიგა კიტია
.
პირდაპირი ტრანსლაცია აჭარის
ტელევიზიით.
3 ოქტომბერი
- „ერთიან სივრცეში დანახული
სამეგრელო“ - ფაცხებში სტუმრების
მიღება, ხეივანში მოწყობილი
ეთნო-კუთხე, მეგრული
სტუმართ-მასპინძლობა. ექსკურსიები,
გამოცემების პრეზენტაცია, საპატიო
მოქალაქეების დაჯილდოება.
19:00 საათზე
გალა კონცერტი ხეთის
თეატრონზე - „მრავალჟამიერ საქართველოსთვის“.
რეჟისორი ზაზა ორაშვილი.
პირდაპირი ტრანსლაცია საზოგადოებრივ
მაუწყებელზე.
დასკვნითი საღამო შექმნის
ტრადიციული ქართული სიმღერის
და მის ფესვებზე შექმნილი
თანამედროვე მუსიკის ტანდემს.
ეს საღამო
იქნება ერთგვარი მოფერება
ლეგენდარული ანსამბლ „რუსთავისა“
და განუმეორებელ
თამარ გვერდწითელისადმი იმ სიამაყისთვის, რასაც
ისინი საკუთარი შემოქმედებით
ჩუქნიან ქართველ ხალხს
წლების განმავლობაში.
მეშვიდე ფესტივალს დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური
პირები.