მალაიზიაში, ქ. კუალა ლუმპურიში მიმდინარე 37-ე მსოფლიო ჩემპიონატში წარმატებით იასპარეზეს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის მკლავჭიდის ჯგუფის მოსწავლეებმა: 70 კგ წონით კატეგორიაში, მარჯვენა მკლავით მსოფლიო ჩემპიონი გახდა გოჩა სიჭინავა, ხოლო 50 კგ წონით კატეგორიაში მარცხენა მკლავით ბრინჯაოს პრიზიორი გახდა ანრი ბუკია. მწვრთნელ-მასწავლებელი კობა თუთბერიძე.