28 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში არასამთავრობო ორგანიზაცია - გარემოს დაცვისა და
მდგრადი განვითარების ასოციაცია „მწვანე მომავალის“ წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს ხობის, ფოთის, სენაკის, ზუგდიდის
მოქმედი ტელევიზიებისა და ადგილობრივი
მუნიციპალიტეტების პრეს-სამსახურის წარმომადგენლებთან.
არასამთავრობო ორგანიზაცია - გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების
ასოციაცია „მწვანე მომავალი“ ახორციელებს პროექტს „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა
და სამთავრობო სტრუქტურების შესაძლებლობების გაზრდა, ერთობლივი დიალოგისა და თანამშრომლობის
ხელშეწყობის გზით ენერგეტიკული პოლიტიკის გაუმჯობესების სფეროში, მდგრად ენერგო-ალტერნატივებზე
ფოკუსირებით“.
პროექტის მიზანია - მუნიციპალიტეტებში გარემოსდაცვითი
მმართველობის გაუმჯობესება და ახალი ენერგეტიკული პოტენციალის შექმნაზე ხელშეწყობა,
სამოქალაქო საზოგადოებისა და ადგილობრივი თემების
გააქტიურების გზით და მათი ჩართულობით გადაწყვეტილებების მიღების პროცესებში. პროექტის
მიმდინარეობა ამ ეტაპზე ითვალისწინებდა მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრას, რომლებსაც
მიეწოდათ სრული ინფორმაცია, როგორც პროექტის მიმდინარეობის, ასევე სამომავლო გეგმების
შესახებ, მათ შორის, საქართველოში განახლებადი ენერგიების პოტენციალზე.
პროექტი ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის
(GEF SGP) მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში.