პროექტის „ცოდნა სინათლეა“-ს ფარგლებში დასრულდა სარემონტო სამუშაოები თორსა დღვაბის ერთეულში, რომელიც ითვალისწინებდა ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული მცირე დარბაზის კოსმეტიკურ რემონტს.
22 სექტემბერს პროექტით გათვლილი ტრენინგი, ოთხი თემის შერჩეული ჯგუფისათვის (ხამისქურა, ხეთა, პირველი მაისი, თორსა) მოეწყო.
პროექტი ხორციელდება გაეროს ერთობლივი პროგრამის „გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისათვის საქართველოში“ დაფინანსებით, „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ მიმდინარე პროექტის „ქალთა გაძლიერება ცვლილებებისათვის“ ფარგლებში ასოციაცია „ათინათის“ პარტნიორობით ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების თანადაფინანსებით და თემის თანამონაწილეობით.
დღეს, განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და შესყიდული ნივთები დაათვალიერა და ტრენინგის მიმდინარეობას დაესწრო ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია. გამგებელს, პროექტის ორგანიზატორებმა მადლობა გადაუხადეს.