21 სექტემბერს მართლმადიდებელი
ეკლესია ღვთისმშობლის შობის დღესასწაულს აღნიშნავს. დღეს, ხობის
ღვთისმშობლის
მიძინების
ტაძარში
ღვთისმშობლის
შობის
დღესასწაული
აღნიშნეს.
საზეიმო
წირვა-ლოცვა
ფოთისა
და
ხობის
მიტროპოლიტმა
მეუფე
გრიგოლმა
ეპარქიის
სამღვდელოებასთან
და
ტაძრის
მოძღვარ
ილიასთან
(ლომაია)
ერთად აღავლინა. საზეიმო წირვას მეუფის
გრიგოლის
მიერ საქართველოს
განათლების
სამინისტროდან
მოწვეული
სტუმრები,
საქართველოს სასულიერო სემინარიის რექტორი სერგო ვარდოსანიძე, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგა ბუკია, გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა
და
ადგილობრივი
ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.
მეუფე გრიგოლმა საღმრთო ქადაგების დაწყებამდე ტაძარში შეკრებილ მრევლს ღვთისმშობლის შობის დღესასწაული მიულოცა და პატრიარქის კურთხევით მრევლთან
ერთად ღვთისმშობლისადმი სავედრებელი ლოცვა
წაიკითხა.