ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

   
 ბრაზილიაში, ქ. სალვადორ დე ბაიაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 5 მედლით და გუნდური პირველი ადგილით დაასრულა. შეჯიბრების პირველ დღეს ვერცხლის მედალი ხობელმა ნუგზარ წურწუმიამ (50) მოიპოვა. მან ფინალამდე 3 ძლიერი შეხვედრა იჭიდავა, პირველი შეხვედრაში
ნუგზარმა უნგრელ სპორტსმენს 10:0 სძლია და გადაინაცვლა 1/4 ფინალში სადაც აზერბაიჯანელი ნოლალ ბაბევი დაამარცხა 5:2, ნახევარფინალში მან უზბეკი სპორტსმენი დაამარცხა 6:4.  ფინალში ნუგზარ წურწუმიას  მეტოქე  იყო ირანელი რეზა ხედრი, რომლის დამარცხების შემდეგ ნუგზარ წურწუმიამ მსოფლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა.
 
 გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ნაკრებმა 60 ქულით პირველობა არავის დაუთმო, მეორე ადგილზე აზერბაიჯანი გავიდა 53 ქულით, მესამეზე რუსეთი 47.
     ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა  ხობელ სპორტსმენს ულოცავს ვერცხლის მედალის მოპოვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.