ბოლო დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა საქართველოს რამოდენიმე რეგიონს, მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტს გარკვეული ზიანი
მიაყენა. ჭალადიდის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საჭოჭუოში დაზიანდა ნათესები, დაიტბორა სახლები, წყალს შინაური ფრინველიც ემსხვერპლა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ და მოსახლეობისგან მოისმინეს ის პრობლემები რაც სტიქიის შედეგად მათ შეექმნათ. ხობის მუნიციპალიტეტში
შექმნილი ზარალის დამდგენი კომისია მოსახლეობისათვის მიყენებულ ზარალს დაითვლის.