21 აგვისტოს თედო სახოკიას სახელობის ხობის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში პროექტ „საქართველოს მოხალისის“ და „ახალგაზრდა ლიდერთა კლუბის წევრების“ ორგანიზებით გაიმართა პოეზიის საღამო, სადაც მონაწილეობდნენ ხობელი ახლაგაზრდა პოეტები.
პოეზიის საღამოს ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას და ახალგაზრდებს პირობა მისცა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა ექნებათ მათ მსგავს პროექტებში.