მუნიციპალიტეტის პირველობა ფრენბურთში

17 აგვისტოს ქ. ხობის №2 საჯარო სკოლის ფრენბურთის მოედანზე სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ ფრენბურთში ტურნირი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის მიერ არის ორგანიზებული და მასში 6 გუნდი იღებს მონაწილეობას. შეჯიბრების ფინალური მატჩი 20 აგვისტოს 17:00 საათზე გაიმართება.