ხობის მუნიციპალიტეტის პირველი ხორგის ადმინისტრაციული ერთეულის საბავშვო ბაღში მიმდინარეობს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული სარემონტო სამუშაოები. პროექტის ღირებულება 16 450 ლარს შეადგენს და მას ინდივიდუალური მეწარმე „ბადრი ბუკია“ ახორცილებს. მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს. სამუშაოები სასწავლო წლის დაწყებამდე, 12 სექტემბერს დასრულდება.