ხობში მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებული ბაიკერი ქუთაისის კატასტროფის ცენტრში გადაჰყავთ


დღეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებული დავით შამათავა ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალიდან ქუთაისის კატასროფის ცენტრში რეანომობილით ამ წუთებში გადაჰყავთ. შამათავას მდგომარეობა ამ დრომდე სტაბილურად მძიმეა. მკურნალი ექიმების განცხადებით მედპერსონალი მაქსიმალურად ცდილობს ახალგაზრდა ბაიკეტის გადარჩენას. მას ძირითადი დაზიანებები თავისა და გულმკერდის არეში აღენიშნება.
შეგახსენებთ, რომ დღეს ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ხამისკურში დღის მეორე ნახევარში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რომლის დროსაც ერთი ახალგაზრდა ბაიკერი გიორგი ნარმანია ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო დავით შამათავამ სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. ახალგაზრდა ბაიკერებს ხობის რაიონში მცხოვრები პირი “ოპელის” მარკის ავტომანქანით შეეჯახა. თვითმხილველების განცხადებით მანქანაში რამოდენიმე პიროვნება იჯდა და ისინი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ. სავარაუდოდ დაკავებულია “ოპელის” მარკის მსუბუქი ავტომანქანის მძღოლი.

www.smo.ge