29 აგვისტოს ქალაქ ხობში, ხობის ცენტრალურ სტადიონზე დასრულდა ხობის საფეხბურთო სკოლის, ფოთის "კოლხეთის" ჭაბუკ ფეხბურთელთა, მარტვილის საფეხბურთო სკოლისა და ხობის "კოლხეთის" გუნდების ყოფილი ფეხბურთელის ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდის ნუგზარ (ნუტი) ლემონჯავას სახელობის თასის გათამაშება მინი ფეხბურთში. ტურნირი საფეხბურთო კლუბ "კოლხეთი" ხობის ორგანიზებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით 6 საფეხბურთო სკოლის გუნდმა. ტურნირი საკმაოდ დაძაბულად და საინტერესოდ წარიმართა. პირველი ადგილი ხობის ფეხბურთელთა გუნდმა დაიკავა, ხოლო მეორე ადგილზე ფოთის ფეხბურთელთა გუნდი გავიდა. ტურნირს ნუტის ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია,ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა, გემგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია, ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს ხელმძღვანელი რევაზ წულაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.