აუქციონი

31 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივმოქმედმა საუქციონო კომისიამ ჩაატარა მორიგი აუქციონი, რომელსაც  საუქციონო კომისიის წევრები და სხვადასხვა ლოტში მონაწილე პირები დაესწრნენ.           
            აუქციონზე გატანილი იყო 13 ლოტი, რომელთა საწყისი ღირებულება  3300 ლარს შეადგენდა.  საერთო ჯამში ვაჭრობა გაიმართა 11 ლოტზე, რომლის საბოლოო  ღირებულებამ 6300 ლარი შეადგინა.