20 აგვისტოს ხობის მუნიციპალიტეტის შავღელეს ადმინისტრაციულ ერთეულში მდინარე რიონში დაიხრჩო 12 წლის ბექა ჭაღალიძე, რომელსაც ხობის,ფოთისა და ზუგდიდის სამაშველო სამსახური ამ დრომდე ეძებენ. ადგილზე იმყოფებიან ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლებისა და პოლიციის წარმომადგენლები.