დაჯილდოებას
ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა ესწრებოდა.
გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ დიპლომებით, თასებით და ფასიანი საჩუქრებით. პრიზები I, II და III ადგილების მფლობელთათვის
ანრი ჯგერენაიას ბიძიამ რომან ჯგერენაიამ დააწესა. სამახსოვრო
საჩუქარი გამარჯვებულს და ყველაზე პატარა მონაწილეს მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს უფროსმა რევაზ წულაიამ გადასცა. დაჯილდოების დასრულების შემდეგ დამსწრე
საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ანრი ჯგერენაია და ტურნირში მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.