ფოლკლორული საღამო ქვემო ქვალონში


ხობის მუნიციპალიტეტის ქვემო ქვალონის ადმინისტრაციული ერთეულში ფოლკლორის საღამო გაიმართა. ახალგაზრდა გოგო-ბიჭებმა ქართული ტრადიციული სიმღერები და ცეკვები შეასრულეს. 
ღონისძიება, რომლის მიზანი ქართული ხალხური შემოქმედების, ფოლკლორის ნიმუშების შეკრება, მოძიება და პოპულარიზაციაა, საჯიჯაოს ადმინისტრაციულ ერთეულში უკვე ჩატარდა და ხობის მუნიციპალიტეტის ყველა ზონას მოიცავს. 
ფოლკლორულ საღამოს, რომელიც ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების,  სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდული საქმეთა სამსახურის აქტიური მხარდაჭერით ჩატარდა, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა და გამგებლის მოადგილე მახარე ჩოკორაია ესწრებოდნენ.