28 ივლისს ქ. ხობში დაზიანდა ძალოვანი ტრანსფორმატორი N206-033, რამაც გამოიწვია ქალაქის ნაწილში ენერგო–პრო ჯორჯიას აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა. ენერგო-პრო ჯორჯიას მიერ, დაზიანებული ელექტროენერგიის ქსელის აღდგენითი სამუშაოები დაიწყო და ძველი ტრანსფორმატორი შეიცვალა ახლით. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის პირველი მოადგილე ვარაზ გაბედავა მიმდინარე სამუშაოებს დაესწრნენ. რამდენიმე საათიანი სამონტაჟო სამუშაოების შემდეგ მოსახლეობას ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგა და უწყვეტად მიეწოდება.