2015 წლის 12 ივლისს, ეროვნული მოძრაობის ხობის ორგანიზაციის წევრებმა, პეტრე-პავლობის დღესასწაული და დაბადების დღე მიულოცეს ეროვნული გვარდიის ჯარისკაცს, სამშობლოსათვის თავდადებულ მამულიშვილს, 1993 წლის ოქტომბერში, საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში გმირულად დაღუპულ მერაბ ჟორას ძე კობახიძეს და მისი ოჯახის წევრებს - დედას ქალბატონ ეთერს, მეუღლეს ქალბატონ დარეჯანს, ვაჟიშვილს ირაკლის, ქალიშვილებს ლელას და ლალის, შვილიშვილებს გელას და მართას, სიძეს გიგა შანავას. პირველი მაისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების სამონასტრო კომპლექსის წინამძღვარმა, მღვდელმა იაკობ სურმავამ პანაშვიდი გადაიხადა. შემდეგ გაიმართა მიტინგი, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ მამა იაკობი, ეფრემ გოგოხია, რომან მორგოშია, ენვერ გელანტია, ენვერ სალაყაია, კობა კობახიძე, ნიკა კობახიძე, კუკური შანავა, რობერტი ნარსია, მერაბ არაჩემია, გენრი ლატარია, რაინდი ფირცხელავა, მერაბ წურწუმია, ელგუჯა მიქაუტაძე, ტრისტან ვადაქარია, სოფო ჭითანავა, ბესიკ ლატარია, ბეჟან ქირია, როსტევან გვარამია, ხვიჩა შონია, რომლებმაც გაიხსენეს მერაბის მიერ განვლილი გმირული ცხოვრების მომენტები. ეროვნულებმა მერაბ კობახიძის ოჯახს გადასცეს ეროვნული დროშა. მოციქულთა თავნი პეტრე და პავლე შეეწიოს მერაბის უკვდავ სულს, მის ოჯახს, ეროვნულად მოფიქრალ-მოაზროვნე ყველა ქართველს! უფალმა ჩვენმა, იესო ქრისტემ აცხოვნოს მისი სული!
https://www.facebook.com/ხობელი ეროვნულები







