30 ივლისს ქალაქ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო თეატრში გაიმართა ფოლკლორულ ანსამბლ „ოდაბადეს“ პირველი სოლო კონცერტი. ხალხური მუსიკის საღამოს ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიასთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სასულიერო პირები ესწრებოდნენ.
კონცერტის დასრულების შემდეგ ანსამბლის ხელმძღვანელმა ზაზა ბაჩილავამ ქალაქის მაჟორიტარ დეპუტატს, ხობის წმ.სამების სახელობის საკათედრო ტაძრის წინამღვარს დეკანოზ კირიონ დარასელია, სასულიერო პირებს და ფოთის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა , ანსამბლ „ოდაბადეს“ პირველი სოლო კონცერტის ფოთში ჩატარების საქმეჩი შეტანილი წვლილისთვის.