ანაკლიის აკვაპარკმა სეზონი ოფიციალურად გახსნა. აკვაპარკი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ინიციატივით, სოციალურად დაუცველმა და წარჩინებულმა ბავშვებმა გახსნეს. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ ხობის მუნიციპალიტეტიდან ერთი სამარშუტო ტაქსით სოციალურად დაუცველი ბავშვები ანაკლიის აკვაპარკში ჩაიყვანეს. მათ მთელი დღის განამვლობაში აკვაპარკში დასვენება უფასოდ შეეძლებათ. აკვაპარკმა დღეს ბავშვებს სამეგრელო-ზემო სვანეთიდან, გურიიდან და იმერეთიდან უმასპინძლა.