საკრებულოს სხდომის ანგარიში


2015 წლის 29 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში გაიმართა საკრებულოს მორიგი სხდომა, რომელსაც თავმჯდომარეობდა საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა. სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოსა და გამგეობის ხელმძღვანელი პირები. სხდომაზე განხილულ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვადასხვა საკითხები: მათ შორის: დადგენილების პროექტები: „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 16 ივლისის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლის თანახმადაც ცვლილებები შევიდა საკრებულოს რეგლამენტში და აპარატის დებულებაში ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადასვლასთან დაკავშირებით.
ასევე მოსმენილ იქნა ხობის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის იანვარ-ივნისის შესრულების ანგარიში, რომელიც საკრებულოს წევრების მიერ შეფასდა დამაკმაყოფილებლად. სხდომაზე ასევე განხილულ იქნა განკარგულების პროექტი „ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლისათვის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ“ რომლითაც ხეთის მოსახლეობის მოთხოვნის საფუძველზე საპატრიარქოს გადაეცა ხეთის ცენტრში მდებარე მიწის ნაკვეთი ეკლესიის ასაშენებლად. ამასთან მუნიციპალიტეტის გამგებელს მიეცა თანხმობა ხობის N2 ბაგა-ბაღის და კულტურის ცენტრის რემონტის დროს დარჩენილი სამშენებლო ნარჩენების პრივატიზების შესახებ. საკრებულოს გადაწყვეტილებით ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაეცა სახელმწიფოს სახანძრო-სამაშველო სამსახურისთვის მისი შემდგომი გადაცემის მიზნით. საკრებულოს წევრების მხრიდან ერთხმად იქნა მხარდაჭერილი საკითხი ხობის მუნიციპალიტეტის გურიფულის ადმინისტრაციულ ერთეულში წმინდა გიორგის ქუჩისათვის „დები ზარანდიების“ სახელის მინიჭების მიზანშეწონილობის თაობაზე.
სხდომის დასასრულს საკრებულოს თავმჯდომარემ საკრებულოს წევრებს გააცნო საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილება გოგიტა ჩიტაიასა და რეზო თოდუასთვის ხობის საპატიო მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა დახურულად გამოცხადდა.

WWW.KHOBI-SAKREBULO.GE