ენერგეტიკის მინისტრი ხობის მუნიციპალიტეტში

31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის ადმინისტრაციულ ერთეულში „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ „რეგიონალური ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის“ ფარგლებში, ქვეყნის ენერგეტიკისათვის მნიშვნელოვანი, ახალი, 220/110 კვ-იანი ქვესადგურის მშენებლობის პროექტის განხორციელება დაიწყო.
ქვესადგურ „ხორგას“ მშენებლობის დაწყების საზეიმო ცერემონილს ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის რეაბილიტაციის მმართველი სულხან ზუმბურიძე, საქართველოში „აზიის განვითარების ბანკის“ მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორი ქეით ჯულიანი, სამეგრელო ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი ლევან შონია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და გამგებლის მოადგილეები ვარაზ გაბედავა და მახარე ჩოკორაია დაესწრნენ.
პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს მომხმარებლისთვის ელექტროენერგიის უწყვეტ და საიმედო მიწოდებას, ფოთის ინდუსტრიული ზონისა და მისი მიმდებარე ტერიტორიებისთვის დამატებითი სიმძლავრის უწყვეტ მიწოდებას, საექსპორტო ბაზრებთან დაკავშირებას და საშუალებას მისცემს ქვეყანას განახორციელოს ელექტროენერგიის ექსპორტი თურქეთში. პროექტის დასრულება 2016 წლის პირველ ნახევარში იგეგმება.

www.khobi.ge