საქართველოს თავდაცვის მინისტრი ხობში


29 ივლისს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ხობის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა. მინისტრი 2008 წლის 8 აგვისტოს გმირულად დაღუპული ბიჭების ოჯახის წევრებს შეხვდა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროს ვახტანგ კაპანაძესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ქ. ხობში ცოტნე დადიანის სახელობის სკვერში მდებარე ომში დაღუპული ბიჭების მემორიალი გვირგვინით შეამკო. 
„თქვენ გმირები გაზარდეთ და განსაკუთრებული ყურადღება გჭირდებათ“ - მიმართა მინისტრმა გარდაცვლილი სამხედროების დედებს. მინისტრი რეგიონებში, გარდაცვლილი სამხედროების ოჯახების პრობლემებს იკვლევს და საქართველოს მთავრობასთან ერთად მათ მოგვარებაზე იზრუნებს.


WWW.KHOBI.GE