სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქ. ხობში ვაჟა-ფშაველას, აკაკი წერეთელის, დავით აღმაშენებელის, თავისუფლების და სულხან-საბა ორბელიანის ქუჩებზე გზის საფარის მოწყობა მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარით. პროექტის ღირებულება, რომელსაც შპს შარაგზამშენ პირველი ახორციელებს, 300 000 ლარია. დღეს მიმდინარე სამუშაოები ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ ედიშერ ჯობავამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.