ხობის მაჟორიტარი დეპუტატი ხობში ყველა საქმიან წამოწყებას მხარდაჭერას უცხადებს
მივესალმები ქვეყნისთვის და განსაკუთრებით, ჩემი ხობისთვის ყველა სასიკეთო წამოწყებას. მოგეხსენებათ, ხობში ბიზნესმენმა ემზარ ბასილაიამ პლასტმასის და ბეტონის ფილების საწარმო გახსნა, რომელიც "აწარმოე საქართველოში" პროგრამით განხორციელდა. წარმოების გახსნას საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაესწრო.
იმედი მაქვს, მალე ხობი მეწარმეთა ქალაქად იქცევა.მე, როგორც დეპუტატი და როგორც რიგითი ხობელი, ყველა ისეთ საქმიან ადამიანს, როგორიც ბატონი ემზარია, ქვეყნის სიძლიერისთვის წამოწყებულ საქმეში მხარდაჭერას ვუცხადებ. ჩემთვის სასიხარულოა, რომ ხობში ასეთი ადამიანები არსებობენ.
მზად ვარ, მათი სურვილის შესაბამისად ყველა საქმიან ადამიანს მხარში ამოვუდგე.