სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს სხვადასხვა სახის ინფრასრუქტურული სამუშაოები. ახალსოფელში, საგვიჩიოში და პატარაფოთში შიდა სასოფლო გზის რემონტი - ხრეშოვანი გზის ორმული შეკეთების სამუშაოები (საფარის გაფხვიერება, დაპროფილება, დატკეპნა ვიბრო სატკეპნით) ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ და გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერეს. სამივე პროექტის საერთო ღირებულება 43000 ლარს შეადგენს, რომლის შემსრულებლები არიან ი/მ „ბესიკ ქირია“, შპს „ერთობა“ და შპს „Mჯგუფი“.