ხობელების მოსაზრება გოდერძი ბუკიას ღვაწლის შესახებ

10 ივლისს, გადაცემა „იმედი კვირაში“ გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით, რომელიც ხობის მაჟორიტარ დეპუტატს გოდერძი ბუკიას ეხებოდა, დეპუტატის ბიუროში მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა საკუთარი აზრის გამოხტვა გადაწყვიტა. უხეცესებმა, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა და ახალგაზრდებმა გამოთქვეს მზადყოფნა, გვერდში დაუდგნენ დეპუტატს. იყო იმის განხილვაც, რომ საჭიროების შემთხვევაში ხობელების უმრავლესობა ქუჩაში გავა და საქმის მკეთებელი დეპუტატის მიმართ მადლიერებას, ამგვარი ქმედებეითაც გამოხატავს. ტელეკომპანია იმედის ეთერში გასულ არაადეკვატურმა სიუჟეტმა ხობელი საზოგადოების რეაქციის გამძაფრება გამოიწვია. იყო მწვავე დისკუსია. გთავაზობთ რამდენიმე მათგანის კომენტარს: „დეპუტატის მისია არ არის სწორად გაგებული. მას ევალება რაიონში არსებული პრობლემური საკითხების სხდომაზე დაყენება და მოგვარება. ჩვენ გვჭირს ერთი უბედურება, თუ პირადად არ გაუკეთე, ხალხი უმადურია. სულ არ ევალება მას პირადი ჯიბის ფული ხარჯოს და აკეთოს. ეგ უკვე მის ნამუსზეა. 7 წელი ვმუშაობდი ფინგანში გოდერძის დეპუტატობის დროს. რამდენ რამეში გვეხმარებოდა, როგორც დეპუტატი ეგ მე ვიცი კარგად“- ვილენი ჯობავა „ქაშუეთი ჩვენი არ არის? რატომ მაგაზე არ ვეკითხებით ხალხს ვინ ააგო? როგორ შეიძლება ამ თემის ისე გამოყენება, როგორც სიუჟეტში ვიხილეთ. პიროვნება უნდა იყოს მაღალ დონეზე, რომ გაიგოს გოდერძი ბუკიას გაკეთებული საქმეები. არ ყოფილა სფერო, რომელსაც გოდერძი არ შეხებია და წვლილი არ შეუტანია. ამის დაუნახაობა ნამდვილად შეუძლებელია“- გურამ კვიკვინია (მეცნიერი) „ თუ ვართ კულტურული ერი, მოდით და დავაფასოთ დეპუტატის გაკეთებული საქმეები. მხოლოდ ფესტივალი და საფესტივალო გამოცემები რად ღირს, სხვა ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ“ – ხატია ხასია (არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰერა“) „გოდერძი ბუკია, მე-10 კლასის მოსწავლე ყუთებს აჭედებდა და საკუთარ ფინანსებს გამოიმუშავებდა. ყოველთვის მშრომელი იყო. ერთხელ ვუთხარი, წიგნის დაბეჭვდა მინდა და დამეხმარეთქო. იმ წამსვე გულთან მიიტანა ჩემი ეს თხოვნა. აბიტურიენტებს და მასწავლებლებს უსასყიდლოდ დაურიგდათ ეს წიგნი. შვილი ავად მყავდა, ეს გაუგია, იქ მისულა საავადმყოფოში, თვითონ უნახავს ექიმი და ამის შესახებ არავისთან ულაპარაკნია. მეც გვიან გავიგე. აი, ასეთი ადამიანია გოდერძი. ბევრ რაიონს შეშურდება ჩვენნაირი დეპუტატი“- საშა არჩაია (პედაგოგი). „როგორ შეიძლება ბადრი პატარკაციშვილის ტელევიზიაში შეძლებულ ხალხზე ასეთი რამ კეთდებოდეს. რაში მჭირდება გაღლეტილი დეპუტატი? თუ აქვს ღმერთმა მისცეს, მეტის გაკეთებას შეძლებს და უკეთესია რაიონისთვის“-მერი ლაგვილავა (ჟურნალისტი) „ბევრს არ დავამატებ. ყველამ ჩავიხედოთ ჩვენს გულში და დავთვალოთ გოდერძი ბუკიას გაკეთებული საქმეები. მე პირადად ვიყავი იმ მოსამზადებელი ცენტრის ხელმძღვანელი, რომლის წყალობითაც წლების განმავლობაში უამრავმა ხობელმა ახალგაზრდამ შეძლო სტუდენტობა და პროფესიის დაუფლება. თუნდაც, კომპიუტერული ცენტრი. მაშინ სად იყო ასე კომპიუტერი? ყველა უფასოდ სწავლობდა. რამდენი კარგი რამე უკეთებია ამ კაცს. უნდა შეგვეძლოს ამაგის დაფასება“- ბეჟან ნადარაია.