გამგებელმა ქ. ხობის №2 საბავშვო ბაღში მიმდინარე კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დაათვალიერა

დღეს 20 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გამგებლის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ და ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანული განვითარებისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსმა ზაზა ბუკიამ ქ. ხობის №2 საბავშვო ბაღში მიმდინარე კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დაათვალიერეს. სარემონტო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა და მას შპსქართული სამშენებლო ჯგუფიახორციელებს. პროექტისათვის   315 ათასი ლარია გამოყოფილი. ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინიციატივით სამუშაოებში ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმდება.