ოლიმპიური ცეცხლი ხობის მუნიციპალიტეტში

     
ოლიმპიური ცეცხლი საქართველოს ტერიტორიაზე მოგზაურობას აგრძელებს. დღეს საბერძნეთიდან ჩამოტანილი ოლიმპიური ცეცხლი ხობის მუნიციპალიტეტში ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ ცხადაიამ შემოატარა, რომელსაც სხვადასხვა სახეობაში გამარჯვებული ჩემპიონები და ადგილობრივი სპორტსმენები მოაცილებდნენ. ოლიმპიურ ცეცხლს . ხობის კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიებით დახვდნენ.
     ოლიმპიადის სიმბოლოს შემოსვლას ხობელებთან ერთად ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დახვდნენ. უსაფრთხოების დაცვის მიზნით ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარება, სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და პოლიცია.
    ცეცხლი საზეიმოდ 26 მაისს საბერძნეთის ქალაქ ათენში აანთეს. საბერძენთიდან ოლიმპიური ცეცხლი პირველად ბათუმში 26 მაისს შემოვიდა. ოლიმპიური ცეცხლი 14 ივლისამდე საქართველოს 67 მუნიციპალიტეტის ქალაქებსა და დასახლებულ პუნქტებს მოივლის, 14 ივლისს კი თბილისში ჩავა. ესტაფეტაში სულ 700 მეჩირაღდნე მონაწილეობს.













































     26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისში გაიმართება