დღეს 28 ივნისს ევროპის
მე-13 ახალგაზრდული
ოლიმპიური
ფესტივალის
ჩირაღდანი
ხობში ჩამოვა. ოლიმპიურ
ცეცხლს,
ქალაქში
ხობელი ოლიმპიელები, ახალგაზრდა სპორტსმენები, მწვრთნელები, შემოაცილებენ და მას ადგილობრივი მოსახლეობა და ხელისუფლების
წარმომადგენლები
ქალაქის შემოსასვლელთან აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისსა და გურიფულის თემის საზღვარზე დახვდებიან. ოლიმპიური ჩირაღდნის საზეიმო სვლა აღმაშენებლის, კოსტავას და დადიანის ქუჩის
გავლით კულტურის სახლის მიმდებარე მოედანზე დასრულდება. სადაც გაიმართება
საზეიმო ცერემონიალი. ოლიმპიური ჩირაღდანი ხობიდან სენაკისაკენ 16.00
გაემართება. ოლიმპიური ჩირადღდანი საზეიმო პროგრამის გათვალისწინებით საქართველოს ყველა ქალაქს შემოივლის . მასშტაბური საკონცერტო
პროგრამები დაგეგმილია შვიდ თვითმმმართველ ქალაქში. 26 ივლისიდან 2 აგვისტომდე ფესტივალს უმასპინძლებს ქვეყნის დედაქალაქი. თბილისს ფესტივალის განმავლობაში 50 ქვეყნის 3800 მონაწილე ესტუმრება.
ოლიმპიური ცეცხლს ხობში მოხალისეებთან და ოლიმპიური ჩირაღდნის მცველებთან ერთად
შემოაბრძანებენ:
მანუჩარ ცხადაია- ლონდონის ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს პრიზიორს ბერძნულ- რომაულ ჭიდაობაში. მწვრთნელი მამუკა ყორშია
ჯონი ხეცურიანი- მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის - ბერძნულ რომაულ ჭიდაობაში. მწვრთნელი- ალმასხან ხუნჯუა
ვილენ გაბრავა -ევროპისა და მსოფლიოს
ჩემპიონი მკლავჭიდში. მწვრთნელი კობა თუთბერიძე.
ავთანდილ ქანთარია- ხობის ,,კოლხეთის,’’ ქუთაისის ,,ტორპედოს „ თბილისის ,,დინამოს’’ მეკარე.
ვეტერანი ფეხბურთელი.
მარიამ შონია- ნორჩი მძლეოსანი. მწვრთელი ინდირა გრიგორიანცი
აკაკი კორტავა-
ამპუტანტ ფეხბურთელთა კლუბის წევრი.
იხილეთ ჩირაღდნის მარშრუტი: