ხობში სანთლების აქცია გაიმართა

თბილისში სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ადამიანების ხსოვნისადმი პატივის მიგების მიზნით ქ. ხობში ცოტნე დადიანის სახელობის პარკში სანთლების აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ასევე ქალაქისა და მუნიციპალიტეტის სხვა ადმინისტრაციული ერთეულების ახალგაზრდებმა. 
სტიქიის შედეგად დაღუპული ინდირა ზარანდიას ცხედარი ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიფულში დღეს ჩამოასვენეს. რაც შეეხება დაღუპულის დას ლიზა ზარანდიას, ის ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
ცნობისთვის, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს დების ინდირა და ლიზა ზარანდიების დედამ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა სიმართლეს არ შეესაბამება და ოჯახის ნათესავები მედიას არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან თავის შეკავებას მოუწოდებენ.
http://acn.ge