22 ივნისს ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის გუნდ „იმედის“ დაჯილდოება, რომელმაც სხვადასხვა ასაკის ფეხბურთელთა შორის სხვადასხვა საპრიზო ადგილები მოიპოვა, კერძოდ: 17 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის თბილისის დინამოს ვეტერანი ფეხბურთელის რამაზ შენგელიას სახელობის თასის გათამაშებაში მესამე ადგილი აიღო (მწვრთნელი ფრიდონ გოცირიძე); 15 წლამდე ფეხბურთელთა შორის ჯუმბერ ხაჟავას სახელობის თასზე მესამე ადგილი (მწვრთნელი ლადო ჯამბურია), ხოლო 14 წლამდე ასაკის ფეხბურთელთა შორის სამეგრელო-ზემო სვანეთის ღია პირველობაზე - მესამე ადგილი (მწვრთნელი პაატა ხვიჩია). გამარჯვებული გუნდები დააჯილდოვეს იმერეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვალერი მანაგაძემ და იმერეთის რეგიონის ფეხბურთის ფედერაციის თანამშრომელმა გიგა კიკაჩეიშვილმა. იმერეთის რეგიონის და სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტებმა ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორს მადლობა გადაუხადეს გაწეული საქმიანობისთვის და სამახსოვრო პრიზები გადასცეს. ხოლო ხობის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო სკოლის დირექტორმა ზურაბ ლატარიამ მიღწეული წარმატებისთვის სამივე მწვრთნელს საპატიო პრიზი გადასცა. დაჯილდოებას ესწრებოდნენ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოჩა ქაჯაია, საკრებულოს თავმჯდომარე ედიშერ ჯობავა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. გამგებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ სიტყვით მიმართეს დამსწრე საზოგადოებას, საფეხბურთო გუნდს მიულოცეს გამარჯვება და წარმატებები უსურვეს მათ მომავალ ასპარეზობაზე.